სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყების მოთხოვნით ICC-ს 38 სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ მიმართა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება სავარაუდო ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების და გენოციდის შესახებ.
“უკრაინაში არსებული ვითარებების პირველადი ანალიზის შემდეგ, ჩემმა ოფისმა საკმარისი საფუძველი დაინახა ვარაუდისთვის, რომ იქ შესაძლოა ჩადენილია ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოქცეული დანაშაულები. უკვე გამოვლენილია და გამოძიებას საფუძვლად დაედო კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ასეთად ჩაითვალოს”, – განაცხადა კარიმ ხანიმ.