ხარკოვის დაბომბვის შედეგად, ეუთოს წევრი მარინა ფეინა დაიღუპა.

ამის შესახებ განცხადება ეუთომ გაავრცელა.

,,გვინდა გამოვთქვათ ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა მარინას ფეინას ოჯახის მიმართ. ის SMM გუნდის წევრი იყო. ჩვენი კოლეგები უკრაინაში მჭიდრო კავშირში რჩებიან მის ოჯახთან. მერინა მოკლეს მაშინ, როდესაც ომის ზონაში მყოფ თავის ოჯახებს ამარაგებდა. ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში რაკეტები და ჭურვები, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებსა და ქალაქის ცენტრებს ხვდება, კლავს და აზიანებს უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *