უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს, კიევში ჩასვლის შემთხვევაში დედებს გადასცემენ.
უწყება Facebook-ზე საკონტაქტო ნომრებს აქვეყნებს, რომლითაც შესაძლებელია ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების ვინაობის დადგენა. სამინისტრო ასევე რუსი ჯარისკაცების დედებისთვის განმარტავს, რა გზით შეუძლიათ ჩავიდნენ კიევში.
“რა უნდა გააკეთოთ, რომ შვილი ტყვეობიდან დაიბრუნოთ:
საჭიროა დარეკოთ მოცემულ ტელეფონის ნომრებზე, რომ გაარკვიოთ ტყვეების სიაშია თქვენი შვილი თუ გარდაცვლილია. აუცილებლად უნდა შეხვიდეთ ტელეგრამის არხზე: Груз 200 https://t.me/gruz_200_rus
ან დარეკოთ ცხელ ხაზის შემდეგ ნომრებზე: +380894201860; +380894201861; +380894201862
ან უნდა გაგზავნოთ წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: Vernis_iz_ukraine@gmail.com
თუ ჩვენგან მიიღებთ დამადასტურებელ პასუხს, რომ თქვენი შვილი დატყვევებულია, ამ შემთხვევაში, რუსი ჯარისკაცების დედები უნდა ჩამოხვიდეთ კიევში.
პუტინის ფაშისტური არმიის შემოჭრისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, კიევამდე ჩამოსვლას შეძლებთ ასე: ჩადით კალინინგრადამდე ან მინსკამდე, შემდეგ ავტობუსით ან ტაქსით მიდით პოლონეთის საზღვრამდე სადაც დაგხვდებიან, ჩამოგაცილებენ კიევამდე და გადმოგცემენ თქვენს შვილს.
ჩვენ, უკრაინელები, პუტინის ფაშისტებისგან განსხვავებით არ ვებრძვით დედებს და მათ ტყვედ ჩავარდნილ შვილებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.