ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობებზე დროშის მუდმივად აღმართვა და გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება.

ასევე სავალდებულო გახდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო. კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, ,,ქართული ოცნების დეპუტატმა’’ კახა კახიშვილმა წარადგინა. პროექტმა 94 ხმა მიიღო.

 

კახა კახიშვილის თქმით, ცვლილების მიზანი სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციაა და ცვლილების შედეგად ბავშვები სახელმწიფო სიმბოლოების მნიშვნელობას და პატივისცემას ბაღის ასაკიდან ისწავლიან.

„დასავლეთის სახელმწიფოების ქუჩებში ნებისმიერი უცხოელი გამვლელისთვის თვალნათელია, თუ როგორ ხარისხშია ამ ქვეყნებში ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა, სადაც არა თუ საჯარო დაწესებულებების, არამედ კერძო სახლების სახურავებზე და აივნებზე ეროვნული დროშებია აღმართული. სამწუხაროდ, ამის პრაქტიკა და ტრადიცია საქართველოში ჯერჯერობით არა გვაქვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა უპირველესად ჩვენს მომავალ თაობას ჩავუნერგოთ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *