,,ანტიკორუფციული მოძრაობა’’ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კომპანია ,,ექსიმ ოილის” მფლობელების მფარველობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ორგანიზაციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალურად მიმართა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ კომპანია “ექსიმ ოილის” მფლობელები, რომლებიც ყოფილი თანამდებობის პირები და პრემიერის უახლოესი მეგობრები არიან, “ტერმინალებიდან საერთაშორისო მოთამაშეებს აძევებენ”. მათი თქმით, ამ კუთხით ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესები იკვეთება.
“პრემიერ ირაკლი ღარბაშვლის განსაკუთრებული ლტოლვა ფუფუნებისა და კორუფციის მიმართ ცნობილია. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ლობირებს კონკრეტულ კომპანიებს ნავთობის გადაზიდვის სექტორში, ეს კომპანია არის “ექსიმ ოილი” რომელიც ეკუთვნის ყოფილ თანამდებობის პირებს, ბატონ ჩხენკელს და ბატონ სამყურაშვილის, რომლებიც არიან ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი მეგობრები. ისინი ქვეყანაში ირაკლი ღარიბაშვილის ძალაუფლების დახმარებით ახორციელებენ ნავთობის ტრანსპორტირებას. მონოპოლისტია ფაქტიურად ბაზრზე და ეს მონოპოლიური მდგომარეობა მან მოიპოვა პრემიერის დახმარებით. ისინი ბათუმის ტერმინალში და ყულევის ტერმინალიდან საერთაშორისო მოთამაშეებს აძევებენ,’’-აცხადებს ,,ანტიკორუფციული მოძრაობის’’ წევრი, ლაშა ფარულავა.
ორგანიზაცია საკითხის გამოძიებას ითხოვს.