სამოქალაქო აქტივისტის ზაალ კუხიანიძის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ციცინო კიკვაძემ გამოიტანა. დაცვის პოლიცია აქტივისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. ზაალ კუხიანიძემ სამ დეკემბერს ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა და 2021 წლის არჩევნების შედეგი გააპროტესტა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტმა საკრებულოს სხდომაზე შესვლა დააპირა. Მას სამართალდამცველებმა სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება და აქტივისტის დაკავება მოჰყვა.
,,მოვითხოვეთ კამერების ჩანაწერი, ჩანაწერები ჩემმა ადვოკატმა შეისწავლა. დაცვის პოლიციის მხრიდან იქ არანაირი მოწოდება არ ისმის. ისმის მხოლოდ ის, რომ პოლიცია მეუბნება საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად საშვი ორი დღით ადრე უნდა აიღოო, არადა ასეთი რამ არსად წერია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია იმ დღესვე აიღოს საშვი და სხდომა დაესწროს. გარდა ამისა, საკრებულოს ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა სხდომა 18 საათით ადრე დააანონსა, ასე რომ, შეუძლებელი იყო ორი დღით ადრე საშვის აღება. მოსამართლემ გონივრული გადაწყვეტილება გამოიტანა,’’-ამბობს ზაალ კუხიანიძე.
Ზაალ კუხიანიძის უფლებებს ადვოკატი ვალერი თევდორაძე იცავდა.
,,პოლიცია ამტკიცებდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. Მოთხოვნა იყო უკანონო. იმერეთი გურიის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელმა, მიხეილ სანიკიძემ სხდომაზე პირდაპირ განაცხადა, რომ ზაალ კუხიანიძეს საშვი რომ ჰქონოდა, მაინც არ შეუშვებდა სხდომაზე მისი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც ცხადად ადასტურებს, რომ ეს არ იყო სამართლებრივი პროცესი, ეს იყო პოლიტიკური პროცესი აქტივისტის დასასჯელად,’’-ამბობს ადვოკატი ვალერი თევდორაძე.
ზაალ კუხიანიძის საქმეზე სამი სასამართლო პროცესი გაიმართა.
Საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო არძრული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.