ქუთაისის მერია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს.
ტენდერის ღირებულება 199`021 ლარს შეადგენს. Რეკონსტრუქცია ჯამში 43 ობიექტს ცაუტარდება.
Სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების, შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის შედეგების/დასკვნების წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. ასევე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
წინადადებების მიღება 1 თებერვალს დასრულდება.