გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით.
,,შეშფოთებულები ვართ, რომ გადაწყვეტილება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტის, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოფ პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა, მიიღეს დაჩქარებული წესით, ინკლუზიური, გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს.
შეშფოთებულნი ვართ, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატში შემავალი დანაშაულების სიის არსებითი გაფართოება იწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და მისი გუნდის ყურადღების გადატანას მისი ძირითადი მანდატის შესრულების – დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისაგან”, — აღნიშნულია განცხადებაში.