პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალმა 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება მიიღო,
რასაც მათი თქმით, ექსპრეზიდენტი არ დაემორჩილა და წნევის ცვალებადობა აღენიშნა.
უწყების ცნობით, ამის გამო, მისი რუსთავის ციხეში გადაყვანა დროებით გადავადდა.
“მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
27 დეკემბერს, მთელის საღამოს განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის შესახებ. თუმცა ამის შესახებ ინფორმირებულრები არ იყვნენ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები.
მოგვიანებით სახალხო დამცველის წარმომადგენელი ანა ჯანიაშვილი გორის ჰოსპიტალში მივიდა. როგორც მას სააკაშვილმა უთხრა აპირებდნენ ყოფილი პრეზიდენტის, რუსთავის ციხეში გადაყვანას. ამასთან, ომბუდსმენის წარმომადგენელმა თქვა, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ამ შემთხვევას სახლხო დამცველი შეისწავლის.
სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით კი, ექსპრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაყვანის უფლება არავის ჰქონდა.