პოლიტიკოს გოგი წულიას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
გოგი წულაია ყვება, მიუვიდა შეტყობინება, თითქოს დილის შვიდ საათზე ასმათ დვალიშვილს, რომელზე ძალადობის ბრალდებით ის ციხეში იჯდა, მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა, რაც გოგი წულაიას თქმით, ტყუილია, მას ასმათ დვალიშვილთან დაკონტაქტება არ უცდია და ეს ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართული მორიგი დევნაა.
,,Ხელისუფლება ებრძვის განსხვავებულ აზრს და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. დილის შვიდ საათზე ჯერ კიდევ მძინავს და ასმათ დვალიშვილს შეტყობინებას ვერ გავუგზავნიდი. ეს არის ტყუილი. Შემაკავებელი ორდერი გამომიწერეს, რაც შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ გააუქმონ გირაო და გამიშვან ისევ პატიმრობაში. 6000 ლარიანი გირაოს საფუძველზე ვარ გათავისუფლებული, მაგრამ საქმე აღძრულია და პროცესები ისევ მიმდინარეობს. ბოლო პროცესი 24 დეკემბერს მქონდა. ანუ აქ საუბარია გირაოს ხელშეკრულების შეწყვეტაზე. ეს ხელისუფლების დაკვეთაა, ხელისუფლებამ ვერ აიტანა, რომ ისევ აქტიური ვარ”-ამბობს გოგი წულაია.
Სასამართლო პროცესი 30 დეკემბერსაა ჩანიშნული.
,,ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, რადგან ასმათ დვალიშვილმა ისანი-სამგორის პოლიციას მიმართა, რომ გოგი წულაიასგან ფეისბუქზე მეგობრობის თხოვნა მოუვიდა. მათ გაატარეს ადმინისტრაციული ღონისძიება და ორდერი გამოწერეს. ტყუილია, გოგი წულაიას დვალიშვილისთვის მეგობრობის თხოვნა არ გაუგზავნია. გავასაჩივრეთ ამ ორდერის კანონიერება და ამასთან დაკავშირებით 30 დეკემბერს სასამართლო პროცესი გაიმართება. თუ ამ ორდერის კანონიერება დამტკიცდება, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს დაჭერით არ დაიჭერენ, მაგრამ პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებენ,”-ამბობს გოგი წულაიას ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით, 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პოლიტიკოსი ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ 6 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.