იზა ჩირგაძის ადგილსამყოფელი ცნობილია.
ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორი, რომელმაც ,,ქართული ოცნება’’ არჩევნების გაყალბებაში ამხილა, ოჯახთან ერთად სოფელში იმყოფება. სოფლის სახელს იზა ჩირგაძის უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ ვასახელებთ.
იზა ჩირგაძე მედიასთან არ ჩნდება. მეზობლები ადასტურებენ, რომ ის ოჯახთან ერთად სოფელში იმყოფება.
პირველ ნოემბერს იზა ჩირგაძემ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ოფისში განაცხადა, რომ უკავშირდებოდნენ ,,ქართული ოცნების’’ კოორდინატორები და ეუბნებოდნენ, რომ რეგისტრაციაში გაეტარებინა ადამიანები, რომლებიც საარჩევნო სიაში არ იძებნებოდნენ და მათი პირადობა და ვიზუალი ერთმანეთს არ შეესაბამებოდა. ამის შემდეგ იზა ჩირგაძემ ტელეფონი გამორთო და ვერც მედია და ვერც მისი უფლებების დაცვით დაინტერესებული ორგანიზაციები ვერ უკავშირდებოდნენ.