ქუთაისში 7 საარჩევნო უბნის შედეგები ხელახლა გადათვალეს.
გადათვლის შედეგად, 4 უბნის მონაცემები იგივე დარჩა, 3 უბანზე მცირე ცვლილებები დაფიქსირდა.
,,გადავთვალეთ ხმები. 28-ე, მე-60, 64-ე და 46-ე უბანზე ყველაფერი უცვლელი დარჩა, 38-ე უბანზე გაბათილებულ ბიულეტენებს მოაკლდა 7, მათგან, 4 ხატია დეკანოიძეს დაემატა, 3-იოსებ ხახალეიშვილს. 68-ე უბანზე დაემატა სამი ბათილი, დეკანოიძეს მოაკლდა 1, ხახალეიშვილს -2. 104-ე უბანზე ხატია დეკანოიძეს გამოაკლდა 3, იოსებ ხახალეიშვილს დაემატა 1 ხმა. პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა,”-ამბობს #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ლარინა ლალიაშვილი.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. #59 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა ხმა მიიღო 34925 ხმა მიიღო, რაც ხმების 51,64%-ს შეადგენს, ხოლო გაერთოანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ 32307 ხმა, რაც საერთო ხმების 48.36%-ია. გაბათილდა 2396 ბიულეტენი.