ქუთაისის #17-ე უბანზე, მოქალაქე, რომელიც ხმის მისაცემად უბანზე მივიდა, აღმოჩნდა, რომ გადასატანი ყუთის სიაშია. 

ის ამბობს, რომ ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარია და მასთან შეთანხმებული არ ყოფილა, რომ გადასატანი ყუთის სიაში იქნებოდა.

ქუთაისში სულ 124 უბანია. აქედან ორი სპეც უბანია, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში – სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.

დღეს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება.

ქუთაისში მერობისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვიან.

პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

ხატია დეკანოიძე 43.35%

იოსებ ხახალეიშვილს – 41.45%.

ფოტო:ქუთაისიპოსტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *