ქუთაისში დღეს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ოლქში არსებული 124-ივე საარჩევნო უბანი გახსნილია და ხმის მიცემის პროცედურები დაწყებულია.
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ – ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.
გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში – სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.
სულ 6 გადასატანი ყუთით მოხდება აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემა.
ქუთაისში მერობისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და “ნაციონალური მოზრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვის.
პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
ხატია დეკანოიძე 43.35%
იოსებ ხახალეიშვილს – 41.45%.