2020 წელს ქუთაისის საკრებულოს წევრებზე,

საკრებულოს აპარატისა და შტატგარეშე
თანამშრომლებზე სახელფასო ანაზღაურების სახით 857,713 ლარი გაიცა, -ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ანგარიშშია ასახული.

ანგარიშის მიხედვით, დანამატისა და დახმარების სახით საკრებულოს თანამდებობის პირებმა, აპარატის
თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 55,550 ლარი მიიღეს. 2020
წელს საკრებულოში პრემია ან ჯილდო არ გაუციათ.

ქუთაისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა ქვეყნის შიგნით და
ქვეყნის გარეთ მივლინებებზე საანგარიშო პერიოდში, ჯამში 4,418 ლარი გახარჯეს.

2020 წელს საკრებულოში წარმომადგელობითმა ხარჯმა 3,537 ლარი შეადგინა.
ავტომობილების შეკეთებაზე ჯამში 2,234 ლარი დაიხარჯა, ხოლო საწვავის ხარჯმა
98,129 ლარი შეადგინა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე სამი ავტომობილი ირიცხება,
რომლითაც სარგებლობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის
Მოადგილეები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *