,,ქუთაისის ახალგაზრდა ლეიბორისტებმა’’ მაკდონალდსთან მდებარე საათთან,

რომელიც ამჯერად გაჩერებულია, მზის საათი მიიტანეს. ამით იმის თქმა სურდათ, რომ ,,ქართული ოცნება’’ ქალაქს ქვის ხანისკენ მიაქანებს და მზის საათიც ამის სიმბოლური გამოხატულებაა.

 

,,უკვე მესამედ ვაკეთებთ აქციას ჩამორჩენილ და გაფუჭებულ საათებზე.  თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს ვერ აუწყვეს ფეხი, მაშინ ჩვენმა მზის საათმა აჩვენოს რა დროა. მერიამ 9 წლის მანძილზე ქუთაისისთვის მილიარდ ლარამდე დახარჯა, რა შეემატა ჩვენს ქალაქს მილიარდი ლარის? ყველაფერი დღითიდღე ფუჭდება, თუ ასე გაგრძელდა, ქვის ხანამდე ჩავალთ,’’-ამბობს ,,ახალგაზრდა ლეიბორისტების’’ ხელმძღვანელი, გაგი ახალაძე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *