გოგი წულაიამ პარტიის საარჩევნო სია მედიას პარლამენტის შენობასთან წარუდგინა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ლოზუნგი – “განვითარება ყველა რეგიონს” და პარლამენტის დაჭაობებული ტერიტორია სრულად ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას რეგიონების მიმართ.
პარტია “გოგი წულაია- ახალი ქრისტიან დემოკრატები” მხარს მერობის ოპოზიციიის კანდიდატს დაუჭერს, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი თავად გოგი წულაია იბრძოლებს.
წულაიას ამბობს, რომ ის კვლავ გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის დეცენტრალიზაციასა და რეალური თვითმართველობის შექმნისთვის.
,,ახალი ქრისტიან-დემოკრატების” ქუთაისის პროპორციული სიის ათეული ასეთია:
1. გოგი წულაია
2. ლევან ჟღენტი
3. გიორგი ლოლაძე
4. დავით ხოშტარია
5. ცირა კაცაძე
6. ვალერიანე გიორგაძე
7. ლევან ჯოგლიძე
8. ჯემალ ბეკოშვილი
9. ალექსანდრე ლომთაძე
10. დარეჯან მაღლაფერიძე