2021 წლის არჩევნებზე ქუთაისის მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.

Რადიო ,,ძველი ქალაქი’’ შემოგთავაზებთ მერობის კანდიდატების ხედვებს ქალაქის მომავალთან დაკავშირებით  და მათ საარჩევნო დაპირებებს.

 

,,მესამე ძალა სტარეტეგია აღმაშენებელი’’ #1 ანდრო ლოსაბერიძე

.ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება

.მასშტაბური საინვესტიციო პროექტები ახალი სამუშაო ადგილების შექნისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით

.ინდუსტრიული პარკის მშენებლობა, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა დარგის სამრეწველო ობიექტები, რომელთაც განესაზღვრებათ მაქსიმალურად ხელსაყრელი საგადასახადო პირობები, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველსაყოფად.


.თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ დრაივ მუზეუმ „მედეას’’ მშენებლობა.

.IT – ქალაქის აშენება

.ცენტრალური ბაღის ქვეშ დახურული საპარკინგე სივრცის მოწყობა

.საბავშვო ბაღების, სამუსიკო და სპორტული სკოლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაორმაგება

.სარეკრეაციო  ზონების მოწყობა მუხნარისა და კორპის ტყეში, პარლამენტის შენობის ირგვლივ ათასწლეულის პარკის გაშენება.


.სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის, ადაპტირებული აუზითა და სხვა აღჭურვილობით.

Ანდრო ლოსაბერიძე 2006-2010 წლებში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი იყო. Სხვადასხვა წლებში ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და რეგიონული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *