საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორაში, გამოჩენილი მათემატიკოსის და დამსახურებული მასწავლებლის ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორას სკოლის მოსწავლეები სრულად რეაბილიტირებულ შენობაში 2021-2022 წლიდან ისწავლიან.

400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად არის აღჭურვილი ახალი ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სკოლაში მოეწყო შესაბამისი სველი წერტილები და პანდუსი. ეზოში განთავსებულია ღია სპორტული მოედანი. სკოლაში ასევე რეაბილიტირდა შიდა სპორტული დარბაზი და მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის მოწყობა. გარდა ამისა, მოსწავლეებს ემსახურება ტრანსპორტი ოთხი სხვადასხვა მიმართულებით.

სკოლის რეაბილიტაციის ღირებულება 1 075 051 ლარს შეადგენს.

პრემიერ მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის იმერეთის რეგიონში 7 ახალი სკოლა აშენდა და 16 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ასევე, წყალტუბოში აშენდა უახლესი სტანდარტების პროფესიული კოლეჯი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *