,,ლეიბორისტულმა პარტიამ’’ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მაჟორიტარული და პროპორციული სია წარადგინა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის, ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სამსონ გუგავა იბრძოლებს. პარტიას მერობის კანდიდატი არ დაუსახელებია. Როგორც ლეიბორისტულ პარტიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე მთავარია პროპორციული ნაწილი, რათა მთავრობამ 43%-იანი ბარიერი ვერ დაძლიოს.
,,თვითმმართველობაში საკრებულოა გადამწყვეტი, რადგან გადაწყვეტილებებს ის იღებს. Ამიტტომ მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციულ ნაწილზე გამავახვილოთ ყურადღება და მერობის კანდიდატი არ წარვადგინოთ. Ხელისუფლებამ ვერ უნდა გადალახოს ის 43%-იანი ბარიერი, რომელიც საერთაშორისო მეგობრობასთან შეთანხმებაშია დადებული. Ჩვენ უნდა გამოვაცალოთ მთავრობას ლეგიტიმაცია’’-ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიოდატი, სამსონ გუგავა.
,, ეს არ არის რიგითი თვითმმართველობის არჩევნები, მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული.ჩვენი უმთავრესი ამოცანა სიტემის შეცვლაა, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. Ჩვენ შეგვწევს უნარი მოვახდინოთ ფუინდამენტური ცვლილებები. იმედია, მომრჩეველი ჩვენს ბრძლოას დააფასებს,’’-ამბობს ვაკისუბანი-სულხან საბას მაჟორიტარობის კანიდატი, ირაკლი კიკვაძე.
მე არამარტო ავტოქახნის მაჟორიტარი დეპუტატი და ამ უბნის პრობლემების გამჟღერებელი და მომგვარებელი ვიქნები, არამედ ასევე ვიქნები ახალგაზრდობის ხმა თვითმმართველობაში. მე იმ გუნდის წევრი ვარ, რომლის დამსახურებითაც, დღეს ქუთაისელი სტუდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტში განახევრებულ ფასად მგზავრობენ. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, 50%-იანი შეღავათი აბიტურიენტებსაც დაუწესდებათ,’’-ამბობს ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გაგი ახალაძე.
მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების სია ასეთია:
1)ვაკისუნანი -სულხან-საბა- ირაკლი კიკვაძე
2)ქალაქ-მუზეუმი -გიორგი წკეპლაძე
3)საფიჩხია-კახიანოური-მუხნარი-მანანა ლეჟავა
4)უქიმერიონი-მერაბ ჭუმბურიძ
5)ავტოქარხანა-გაგი ახლაძე
6)გამარჯვება-იანა ჯანელიძე
7)ძელქვიანი-ნიკეა-დურმიშხან ასათიანი
პროპორციული სია ასეთია:
1)სამსონ გუგავა
2)მერაბ ჭუმბურიძე
3)იანა ჯანელიძე
4)ირაკლი კიკვაძე
5)გაგი ახლაძე
6)მანანა ლეჟავა
7)დურმიშხან ასათიანი
8)დავით სოფრომაძე
9)მარიამ პაპუაშვილი
10)ლაშა ლოსაბერიძე