ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, ამ დრომდე, მერობის არცერთი მსურველი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა.
ლარინა ლალიაშვილი ამბობს, რომ ჯერ მხოლოდ პარტიებმა “საქართველოსთვის” და ვადამდელი არჩევნები „ ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ წარმოადგინეს პარტიული სიები და 6 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარორობის კანდიდატები.
„პარტია საქართველოსთვის წარმოადგინა პარტიული სიები სრულად და მოგეხსნებათ, რომ ქუთაისში არის 7 მაჟორიტარული ოლქი და 6 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები. ამას გარდა, როგორც გითხარით ბურჯანაძის პარტიასაც აქვს წარმოდგენილი ჩვენთან სიები, თუმცა სიებს ხარვეზი დაუდგინდათ და მათ მიეცათ შესაბამისი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, მათ ამ დრომდე არ მოუმართავთ, თუმცა მათ აქვთ უფლება მოგვმართონ არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, ანუ 2 სექტემბრამდე აქვთ უფლება მოგვმართონ“, – ამბობს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ფოტო: ქეთევან ბერძენიშვილი