პარტია ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატების’’ თავმჯდომარე გოგი წულაია ციხეებში კორონავირუსის გავრცელებას ეხმაურება.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კოვიდ 19-ის გახშირებულ ფაქტებს გოგი წულაია ხელისუფლების უნიათობად აფასებს. Მისი თქმით, პენიტეციურ დაწესებულებაში, სადაც პატიმრის კონტოლი მაღალია, რეგულაციების დაცვა ვერვუზრუნველყვეს, რაც მათ უუნარობაზე მეტყველებს.

,,კამერა წინ უდევთ და ხომ შეიძლება გააკონტროლონ უკეთია თუ არა ნიღაბი პატიმარს ან იცავს თუ არა დინსტანციას?ციხეში რომ ვერ შეძლებენ ვირუსის შეკავებას, სხვა რა უნდა შეძლონ?”-სხვამს კითხვას გოგი წულაია.

Მისი თქმით, პატიმრების ოჯახის წევრებს არ აწვდიან სრულ ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი საავადმყოფოში მოთავსების შესახებ, ასევე ირღვევა დაკავებულის უფლებებიც.

,,მოვუწოდებ ხელისუფლებას: პატიმრის ოჯახის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია სად გადაიყვანეს მათი ახლობელი, როგორია პატიმრის მდგომარეობა, რამდენი ადამიანია ციხეში ინფიცირებული და ა.შ. Მე ოთხი თვე ვიჯექი ციხეში და ვხედავდი როგორ ირღვეოდა პატიმრების უფლებები. სასჯელს ეტლში მჯდომი კაცი იხდიდა, რომელიც დამოუკიდებლად საპირფარეშოშიც ვერ გადიოდა. Ასეთი ადამიანი ციხეში რატომ უნდა იჯდეს და მითუმეტეს ასეთ დროში? Ხელისუფლება ამბობს, რომ არის ომის პერიოდი, ომის დროს კი მთავრობა ვალდებულია იმ პატიმრეზე, რომელთა განმეორებითი დანაშაულის ალბათობა დაბალია, მოამზადოს ამინისტიის აქტი, მაგრამ ასე არ ხდება, ეს პატიმრების უფლებების დარღვევაა’’-აცხადებს გოგი წულაია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *