19 ივლისიდან საქართველოში ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება.
ცვლილება შევიდა ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ’’ მთავრობის დადგენილებაში.
ცვლილებების მიხედვით, ტრენინგებზე, კონფერენციებზე და სემინარებზე მონაწილეთა დაშვება მხოლოდ PCR ტესტირების შემდეგაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, 18 წლამდე მოზარდების სპორტული ტურნირების და საწვრთნელი შეკრებების ჩატარება მხოლოდ PCR ტესტირების საფუძველზე შეიძლება.
ცვლილებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.