ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ქუთაისელი ჟურნალისტები მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ. მედიის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება ჟურნალისტებს ტერორს უწყობს და ეს უნდა დასრულდეს.

 

,,პირველ რიგში, თანაგრძნობას ვუცხადებთ ლექსოს ოჯახს. დღევანდელი  აქცია არის პროტესტი ხელისუფლების მიმართ, გვინდა ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ჟურნალისტზე ძალადობა დასჯადი უნდა იყოს,” -ამბობს ჟურნალისტი, ხვიჩა ვაშაყმაძე.

,,დღეს შევიკრიბეთ ლექსოსთვის, მაგრამ პირველ რიგში, შევიკრიბეთ მაინც ჩვენთვის.ხელისუფლება  ჟურნალისტებს ტერორს უწყობს და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს. ეს უნდა იყოს ბრძოლა არამარტო ჟურნალისტების, არამედ ჩვენი მოქალაქეებისაც,’’ -ამბობს ჟურნალისტი, ეკა ფხაკაძე.

ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს 15:00 საათზე 10 წუთით შეწყვიტა მაუწყებლობა ტელეკომპანია რიონმა. ტელეკომპანიის ტანამშრომლები ამ ფორმით გამოხატავენ სამძიმარს გარდაცვლილის მიმართ.

ლექსო ლასქარავა 5 ივლისს, ,,თბილისი პრაიდის” გაშუქებისას სცემეს. 11 ივლისს კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *