“ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის
ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან”,-ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა “ტვ პირველის” ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ გააკეთა. პრემიერის თქმით, შსს ოპერატიულად მუშაობს, პროცესი ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და პასუხი ყველა კითხვას გაეცემა. ღარიბაშვილმა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები შეაფასა.
“ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენ ქვეყანაში. ეს ტრაგედია სცადეს, რომ გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით დაიღუპა ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით დასჯილი,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, ,,თბილისი პრაიდის” გაშუქებისას სცემეს. ის 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს.