ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით,

რომელიც ,,თბილისი პრაიდის” გაშუქებისას სცემეს, ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წევრები შეიკრიბნენ და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. ისინი ხელისუფლებას საქმის ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

,, ეს ტრაგედია გვინდა, რომ კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე დავიყვანოთ, რადგან ჩვენ ვხედავდით კონკრეტულ სახეებს, რომლებიც ძალადობენ, რომლებიც ძალადობას ქადაგებდნენ და კონკრეტულ პოლიტიკურ გლფიგურებს, რომლებიც მოძალადეებს ხელს აფარებდნენ და უმრავლესი ამომრჩევლის მხარეს იყვნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ გაბედა ძალადობას ღიად დაპირისპირებოდა, რის გამოც ჟურნალისტების და აქტივისტების სიცოცხლის უფლება შეიზღუდა. მეც რამდენიმე მილიმეტრით ამცდა ქვა ,არავინ იცის დღეს როგორ ვიქნებოდი. ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს საქმე და ყველა მოძალადემ პასუხი უნდა აგოს””-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, აკაკი საღინაძე. დავინახოთ ,ვხედავდით კონკრე სახეებს როგორ ქადაგებდნენ და პოლიტ სახელებს რომლებიც ხელს აფარებდნენ და უმრავლესი ამომრჩევლის მხარეს იყვნენ. ყველა ადამიანმა ვინც ჟურნალისტებზე და მოქალაქეებზე ძალადობაში იყო ჩართული, პასუხი უნდა აგოს,”-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, აკაკი საღინაძე.

,,ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას გაეტარებინა, პრევენციული ღონისძიებები,რათა დაცული ყოფილიყო ჟურნალისტებისა და არამარტო ჟურნალისტების უსაფრთხოება. დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მძიმეა. დიდია ჩვენი ტკივილი ჩვენი კოლეგის გარდაცვალების გამო. მოვუწოდებთ ხელისუფლებას: გამოიძიოს ლექსოს გარდაცვალების რეალური მიზეზი. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია მისი სიკვდილი და რატომ დადგა ეს შედეგი, მთავარი შედეგი დადგა და ეს იყო დაზარალებული ჟურნალისტების რაოდენობა, რომელიც საგანგაშოა”-ამბობს ჟურნალისტი, ნანა თოშხუა.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, ,,თბილისი პრაიდის” გაშუქებისას სცემეს. ის დღეს სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *