ქუთაისში მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისი
დააზიანეს. მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მიხეილ მუმლაძე აცხადებს, რომ ფაქტი გუშინ საღამოს საათებში აღმოაჩინეს. ოფისის მისამართით ნასროლი ქვით ვიტრინა ჩამსხვრეულია. შემთხვევის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.
“ქუთაისში ოფისი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა. ალბათ, ეს ყველაფერი უკავშირდება 5-6 ივლისს მომხდარ ამბებს, როდესაც იქ ცდილობდნენ მოძრაობის ოფისის დარბევას. სხვა ვარიანტი არ მაქვს. ვფიქრობ, ადამიანებს ნებისმიერ თემაზე საუბარი შეუძლიათ, მსგავსი ვანდალიზმით ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია,”-განაცხადა მიხეილ მუმლაძემ.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.