შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს,

რომ ღირსების მარშის ჩატარება უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. უწყება მოუწოდებს თბილისი პრაიდს, რომ გააუქმონ ღონისძება ღია სივრცეში.

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გარდა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული ჯგუფების მიერ რამდენიმე მასშტაბური შეკრება-მანიფესტაცია არის დაანონსებული, მათ შორის, იგეგმება თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების ჩატარება.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ რომ თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს. კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ თბილისი პრაიდის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე”, — წერია განცხადებაში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *