გოგი წულაიამ საპატიმრო დატოვა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების
შემდეგ, წულაია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მის გვერდით იდგა. წულაიას თქმით, სასამართლოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისუფალ გადაწყვეტილებას იღებენ. წულაიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის პოლიტიკური პატიმარი იყო და მისი დაკავება სუნამდვილეში არა ქალზე ძალადობის, არამედ ბერა ივანიშვილისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მოხდა.
“არა ვარ მოძალადე. ადამიანს ვერ ნახავთ, რომელიც იტყვის რომ ვარ მოძალადე. ნამდვილად არ მიძალადია. დამაბრალეს ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძვი,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
წულაია ამბობს, რომ ის თავს დამნაშავედ ყველაზე მეტად მეუღლის წინაშე გრძნობს.
გოგი წულაია აცხადებს, რომ ის პოლიტიკაში დარჩება.
“ვრჩები, ვიქნები აქტიური და ვიბრძოლებ ბოლომდე,”-თქვა წულაიამ.
წულაია პარტია “ახალი ქრისტიან დემოკრატების” თავმჯდომარედ ციხეში ყოფნისას 12 ივნისს წარადგინეს.
წულაიამ ციხეში შიმშილობის შემდეგ 25 კილო დაიკლო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს.