ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის დაწყებამდე დაყენებული პირობებიდან მხოლოდ ბარიკადებია აღებული. პოლიცია კვლავ რჩება გუმათჰესთან და პროტესტის ძირითად ადგილას ნამოხვანში დაბრუნება ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ადგილები რიონის ხეობის მცველებისთვის მისაღები არ არის.
ვარლამ გოლეთიანი ამბობს: ,,თქვენ იცით, რომ პროტესტის ძირითად ადგილას_ ნამოხვანში უნდა გადმოგვენაცვლა, კომპანიამ კი თქვა, რომ ლალი ეფრემიძის მიწა არის მისი საკუთრება და არ მოგვცემენ იქ შესვლის საშუალებას. ამიტომ ხელისუფლებამ შემოგვთავაზა ალტერნატიული ადგილები ნამოხვანში. მოვედით ნამოხვანში, პოლიციაც აქ არის. რაც ვნახეთ, არსად დადგომა არ შეიძლება, ფიზიკურად კარვის გაშლა შეუძლებელია. ან მთის კალთაა და ფერდი, ან არის რიონის პირას, გზის ქვემოთ, რაც სახიფათოა; ან არის ისეთი ადგილები, სადაც ტელეფონი არ იჭერს – ეს ისეთი დეტალებია, რომლებსაც ვერ დავთანხმდებით.”
,,დავა ლალი ეფრემიძის მიწასთან დაკავშირებით შარშან ზაფხულს დავიწყეთ და ჯერაც არ დამთავრებულა. მას ამ მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოაჩნდა და ხვალიდანვე ვაპირებთ სასამართლო დავის გაგრძელებას” – ამბობს მარიტა მუსელიანი _ თუ კი ხელისუფლება მედიაციის პროცესით დაინტერესებულია, მაშინ უნდა გაეთვალისწინებათ ჩვენი მოთხოვნა -დავბრუნებულიყავით პროტესტის ძველ ადგილას.