“რიონის ხეობის მცველებმა” ხეობაში მისასვლელი კიდევ ერთი გზა გადაკეტეს.
ამ წუთებში, კარავი გაიშალა მწვანეყვავილას დასახლებაში, რიონის ხეობისკენ გამავალ გზაზე.
ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ თვითონ მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება გზის გადაკეტვის და ამით სოლიდარობა გამოუცხადეს რიონის ხეობის მცველებს. მისი თქმით, მწვანეყვავილას გზასთან ადგილობრივები იმორიგევებენ და გააკონტროლებენ, რომ “ენკას” მანქანები რიონის ხეობაში არ გადაადგილდნენ.
ამ დროისთვის კომპანია “ენკას” მანქანებისთვის ხეობაში შესასვლელი ყველა ძირითადი გზა გადაკეტილია.
“ხვალ, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყოთ დილიდან მობილიზებული ამ ლოკაციებზე და გთხოვთ, რომ მოვიდეთ, ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში. მნიშვნელოვანია, ჩვენი სიმრავლე. დილის 9-ზე შევიკრიბებით პირველ ლოკაციაზე, ენკას ბაზასთან.”-ვარლამ გოლეთიანი.