პატიმრობაში მყოფი გოგი წულაიას მიმართ
ახალი საქმის წარმოება დაიწყო. როგორც დაკავებულის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი ამბობს, საქმის წარმოება 366-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ბოლო სასამართლო სხდომაზე მომხდარს ეხება და რაც სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს.
“ალბათ, მხედველობაში აქვთ ის, რომ მას შემდეგ, რაც გოგი წულაიამ მოისმინა სასამართლოს გადაწყვეტილება,(წინასწარი პატიმრობის 2 თვით გახანგრძლივების შესახებ) უდიერად მოიხსენია მოსამართლე. თუმცა, მის მიმართ უკვე გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული ზომა და გაძევებული იქნა სხდომიდან. იგივე ქმედებაზე დაისაჯოს სისხლის სამართლებრივი წესით, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯარიმას ითვალისწინებს, ძალის გადამეტებაა,”-განაცხადა უფლებადამცველმა.
ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც წულაიამ შიმშილობა განაახლა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
მორიგი სასამართლო პროცესი 31 მაისსაა ჩანიშნული.