გუმათჰესთან დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა ამ დროისთვის, დაზუსტებული ინფორმაცია დაკავებულთა რიცხვის შესახებ არ ვრცელდება.
აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
რიონის ხეობის აქტივისტების ნაწილმა ბარიკადს მიღმა გადასვლა ტყის გავლით სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ არც ამ გზით გადასვლის საშუალება მისცა.
ბარიკადების მეორე მხარეს არის მაკა სულაძე. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციას არ დაუკავებია და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ცდილობს.
“არ ვარ დაკავებული. “საზღვარი” გადავლახე, რომ დაკავებული ბიჭები დავაბრუნო.”
აქციაზე შეკრებილებს რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა მობილიზებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, დილის 5 საათზე კომპანია ენკას მანქანები ხეობაში გადასვლას შეეცდებიან და მათ ეს მანქანები ხეობისკენ არ უნდა გაატარონ. რიონის ხეობის მცველებმა დღეს, ქუთაისიდან რიონის ხეობაში მისასვლელი კიდევ ერთი გზა გადაკეტეს.
გუმათჰესი, ენკას ოფისი, მწვანეყვავილა, ტვიში – ეს ის ადგილებია, საიდანაც რიონის ხეობაში მიმავალი გზა კომპანია “ენკას” მანქანებისთვის გადაკეტილია.
გოლეთიანი ხელისუფლებას ადეკვატურობისკენ მოუწოდებს: “ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იყოს ადეკვატური აღქმის ნაწილში და შესრულდეს მოთხოვნები.