რიონის ხეობის “მცველების” აქცია თბილისში კვლავ

მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ მათთან შეხვედრის სურვილი პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა. გოლეთიანის განმარტებით, უცნობია, რაზე სურს კახა კუჭავას საუბარი.

აქციის მონაწილეებთან შეთანხმებით, გოლეთიანმა სამოქმედო გეგმის ვარიანტი გააჟღერა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისაკენ გადაინაცვლებენ და შენობასთან შეხვდებიან თავმჯდომარეს, თუ აღნიშნული არ განხორციელდება, მაშინ მედიასთან ერთად რამდენიმე კაცი შევა სასაუბროდ. აქციის ორგანიზატორები პარლამენტიდან ზარს ელოდებიან.

შეგახსენებთ, 23 მაისს ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორებმა კარავი რესპუბლიკის მოედანზე გაშალეს და მორიგი საპროტესტო ღამე გაათიეს. მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი ქალაქის პარალიზებას აანონსებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *