ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ “რეგიონების განახლების” პროექტზე

განმარტება იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ გააკეთა. გუბერნატორის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელება იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ერთდროულად დაიწყება. შალამბერიძის განმარტებით, ამ დროისთვის კონკრეტული პროექტები შერჩეული არ არის, თუმცა, არსებობს იდეები. პროექტების განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება და მათი დასრულების მაქსიმალური ვადა 4 წელია. 

“(პროექტები) ჯერ-ჯერობით შერჩეული არ გვაქვს, თუმცა, გვაქვს მრავლად იდეები, ისეთი, როგორიც შეიძლება განხორციელდეს და რომელიც მიმართული იქნება პირდაპირ ქალაქების განვითარებაზე. ყველა პროექტს განიხილავს კომისია, რომელიც შეირჩევა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით. ეს იქნება საინტერესო და ეფექტური პროექტები,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

პროექტის მიხედვით, რეგიონებში დაიწყება კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტებისა და  მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია და ის სავარაუდოდ 15 000 სამუშაო ადგილს შექმნის. ტენდერები აპრილის ბოლოს გამოცხადდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *