საკოორდინაციო საბჭომ აღდგომის დღესასწაულთან
დაკავშირებით შეზღუდვები დააწესა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ასევე, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.
ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.