Რიონის ხეობის “მცველებმა”
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და ავტომობილებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებმა ქუთაისში მას შემდეგ გადმოინაცვლეს, რაც სოფელ გუმათთან პოლიციამ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების საშუალება არ მისცა.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი გზას ერთი საათით კეტავენ და ეს ხელისუფლებისათვის გაფრთხილებაა, რათა მთავრობამ მათი პროტესტი ადეკვატურად შეაფასოს.
“Ჩვენ ვიბრძვით, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნისა და აქ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესი,”-ამბობს რიონის ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი.
Საპროტესტო აქცია Დღეს ერთდროულად 20-მდე ლოკაციაზე იმართებოდა.