ჭიათურაში მაღაროში დასაქმებულები გაიფიცნენ.
ისინი ხელფასის გაზრდას და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მუშაობას მანამ არ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ეს მოთხოვნა სამი კვირის უკან გავუგზავნეთ კომპანიას, მაგრამ უარყოფითი პასუხი მოვიდა. ვითხოვთ მოგვხედონ, ჩვენი ხელფასი ძალიან მცირეა. 3000 ადამიანი მაინც იქნება გაფიცული, ყურად იღონ ჩვენი მოთხოვნები, წინაღმდეგ შემთხვევაში არ დავიწყებთ მუშაობას”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.