8-12 მაისს ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისელებს საშუალება ექნებათ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი რეჟისორების ნამუშევრებს გაეცნონ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ელდარ შენგელაიას მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,ჭა’’ პრემიერა, ასევე მიხეილ კობახიძის ფილმების პრემიერა. წარმოდგენილი იქნება გერმანული, ფრანგული, ჩინური პროგრამებიც. ფილმების ნაწილი საკონკურსო იქნება. ღონისძიების ორგანიზატორები ფესტივალის დამფუძნებლები: ნინო მხეიძე და ნინო ახვლედიანი არიან.

 

ჩვენებები კინო საქართველოს სამივე დარბაზში გაიმართება. გახსნის და დახურვის ცერემონია კი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ჩატარდება.

,,ქუთაისი, ცნობილია როგორც ქართული კინოს აკვანი, აქ დაიბადა და მოღვაწეობდა ვასილ ამაშუკელი. ასევე ქუთაისთან ბევრი კონომოღვაწის სახელია დაკავშირებული.  ასე რომ, ამ ქალაქს ერთი კიარა მეტი ფესტივალიც ეკუთვნის. იმედია, ეს კინოს მოყვარულთა რიცხვს გაზრდის. ფესტივალი წესით, 2020 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. ახლა ყველანაირი რეგულაციის დაცვით ჩავატარებთ ფესტივალს, ის სხვა წლებშიც ჩატარდება,’’-ამბობს ფესტივალის დირექტორი ნინო ახვლედიანი’’.

ჩვენებებზე დასწრება უფასოა, მაგრამ მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობის გამო, დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა მოუწევთ.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქუთაისის მერია, საქართველოს კინო-ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, აბეკას სტუდიო და. ა.შ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *