რიონის ხეობის “მცველების” მიერ ხელისუფლებისათვის
მიცემული ვადა დღეს იწურება. როგორც იმერეთის გუბერნატორმა ხეობის მცველებს უთხრა და მედიასთანაც განაცხადა, 23 აპრილამდე საპროტესტო აქციების მონაწილეებს ექნებათ პასუხი, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ ნამოხვანთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ რამდენიმე დღე 21 აპრილს ითხოვა.
რიონის ხეობის “მცველები” მოითხოვენ, რომ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება ნებადართული იყოს, ასევე წინამოსამზადებელი სამუშაოები შეწყდეს. მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა არ იქნება და ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.
რიონის ხეობის მოსახლეობა ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება და კარვებში ღამეს ათევს. ნამოხვანში დაშლილი კარვის შემდეგ, მათი პროტესტის ახალი ლოკაცია სოფელი გუმათია.