რიონის ხეობის მცველებს გიგანტური ჰესის სამშენებლო სამუშაოების ადგილზე არ უშვებენ.
სამოქალაქო აქტივისტები სოფელ გუმათთან არიან შეკრებილნი. ისინი გუმათიდან ნამოხვანისკენ მსვლელობას გეგმავენ. მსვლელობა 12 საათზე დაიწყება. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე წყლის ჭავლის მანქანა.
,, პოლიცია სამუშაოების ადგილზე მისვლის უფლებას არ გვაძლევს. ეს არის ჩვენი უფლების დარღვევა. აქციებს მანამ გავმართავთ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება,” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი.
რიონის ხეობის მოსახლეობა თვეებია ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება და კარვებში ღამეს ათევს.