ქუთაისში გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

 

აქციის მონაწილეებმა პოლიტიკოსის განთავისუფლება მოითხოვეს. მათი თქმით, გოგი წულაია უდანაშაულოა და ის მის მიერ დადგმული პერფორმანსის მსხვერპლია.

აქციის მონაწილეებმა ასევე სოფელ ნამოხვანში გიგანტური ჰესის მშენებლობის შეჩერებაც მოითხოვეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ გოგი წულაია ყოველთვის ნამოხვანჰესის მოწინაღმდეგეების გვერდით იდგა.

,,აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გოგის მხარი დავუჭიროთ. გოგი თავისუფალი რომ იყოს, ნამოხვანში მიმდინარე მოვლენებს აუცილებლად გააპროტესტებდა. დაგვირეკა და გვითხრა, რომ აუცილებლად წავსულიყავით აქციაზე. მისი სახელით მივდივართ ნამოხვანში,’’-ამბობს გოგი წულაიას მეგობარი, ლევან ჟღენტი.

გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. შსს მას ქალზე ძალადობას ედავება.

სოფელ ნამოხვანში გიგანტური ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით აქციები პერმანენტულ რეჟიმში იმართება. ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები სამ თვეზე მეტია კარვებში ღამეს ათევენ და ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *