გოგი წულაიას მხარდამჭერი კიდევ ერთი აქცია 4 აპრილს
გაიმართება. პოლიტიკოსის მხარდამჭერები ამჯერად ორთაჭალაში, პროკურატურასთან შეიკრიბებიან. მხარდამჭერები ადგილზე 14:30 საათიდან მივლენ.
წულაიას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის. დაკავებული კი თავს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს.
პოლიტიკოსის მხარდამჭერი აქცია წინა ჯერზე გლდანის ციხესთან, 28 მარტს გაიმართა. მაშინ ადგილზე მისი ახლობლები და მეგობრებიც იმყოფებოდნენ.
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გოგი წულაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება, მას წვეთოვანით კვებავენ.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე