ქუთაისში სასწავლო პროცესს დისტანციური
ფორმატით 1950 მოსწავლე გააგრძელებს. ქუთაისის რესურსცენრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე კვირაში დისტანციურად სწავლის სურვილის მქონე მოსწავლეების რაოდენობა შემცირებულია. გასულ კვირაში ონლაინ რეჟიმში სწავლა 2265 მოსწავლეს სურდა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, არჩევანის დაფიქსირება მოსწავლეების მშობლებს ყოველ ოთხშაბათს, სპეციალურ საიტზე შეუძლიათ.
გუშინ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 23-ე და მე-7 სკოლები, რომლებიც ერთ შენობაშია განთავსებული, რადგან კორონავირუსი მე-7 სკოლის ექიმს დაუდასტურდა. სწავლა კლასებში 12 დღით შეჩერდება და ამ დროის გასვლის შემდეგ შემდეგ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე