გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში იმყოფებოდა. მისივე თქმით, გოგი წულაია პალატაშია მოთავსებული, წვეთოვანზეა და უკეთდება გადასხმები.
“14 დღის ნაშიმშილარია და წვეთოვანით უნდა მიიღოს საკვები. თუ მიიღებს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ნელ-ნელა უნდა გადავიდეს მსუბუქ კვებაზე. დღეს პირველი დღეა, რაც წვეთოვანზეა. ჯერ-ჯერობით არ ვიცით როდის გაეწერა ციხის საავადმყოფოდან,”-ამბობს ვალერი გელბახიანი.
გოგი წულაია შეუძლოდ გუშინ გახდა, რის შემდეგაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.