,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი, გიგა შუშანია საგზაო დეპარტამენტს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
გიგა შუშანიას ინფორმაციით, აღმაშენებელზე და წერეთელზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს, საგზაო დეპარტამენტმა თანხა წინასწარ ჩაურიცხა, სამუშაოები კი არ შესრულებულა.
როგორც გიგა შუშანია განმარტავს, აღმაშენებელზე სამუშაოებისათვის, რომელსაც კომპანია ,,აკორდ ჯორჯია” ახორციელებდა, წინასწარ გადაურიცხეს 1 210 000 ლარი, თუმცა შესყიდვების გვერდზე ატვირთულია მხოლოდ 358 000 ლარის შესრულებული სამუშაოების დოკუმენტი. მისივე ინფრომაციით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ სამუშაოები იანვარში გააჩერა, იანვრის მერე მას 900000ლარამდე ჩაურიცხეს.
რაც შეეხება წერეთლის ქუჩას, აქ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, “ბლექ სი ჯგუფი’’ ახორციელებს. წინასწარ ჩარიცხულია 2 180 000 ლარი და სამუშაოები უნდა დასრულებულიყო მარტში, მაგრამ ვადა გადაუწიეს ივნისამდე.
,,აღმაშენებელზე პირველი ტენდერი 2020 წლის 7 თებერვალს გამოცხადდა, რომელშიც “აკკორდ ჯორჯიამ’’ გაიმარჯვა, თუმცა გაუკეთეს დისკვალიფიკაცია, ვერ შეასრულებსო. იგივე კომპანიამ მოიგო ასევე 2020 წლის 7 თებერვალს გამოცხადებული წერეთლის ქუჩის 8 მილიონიანი ტენდერი და იქაც დისკვალიფიკაცია მისცეს. მაისში გამოცხადდა თავიდან ტენდერები და აღმაშენებელი მოიგო ისევ დისკვალიფიცირებულმა და დაწუნებულმა “აკკორდ ჯორჯიამ” ამჯერად 300 ათასი ლარით მეტ თანხად (7 მილიონ 373 ათასად), ხოლო წერეთელი “ბლექ სი ჯგუფმა” 7 მილიონად. მინდა ვკითხო საგზაო დეპარტამენტს: რატომ მისცეს თანხა დაწუნებულ კომპანიას? ან წინასწარ რატომ გადაურიცხეს?”-სვამს კითხვას გიგა შუშანია.