პროკურატურამ გოგი წულაიას ბრალდება
ოფიციალურად წარუდგინა. წულაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაა ჩანიშნული.
“ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და საქმეზე ბევრი კითხვა არსებობს.
გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე