ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო.

გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმით, ამის შესახებ მას ინფორმაცია რამდენი წუთის წინ მიაწოდეს.

 

,,იზოლატორიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გოგი შიმშილობს. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს მალე შევხვდები. მთხოვეს წამლები მიმეტანა. როგორც ჩანს, კარგად არ არის, ’’-ამბობს ვალერი გელბახიანი.

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გოგი წულაიამ მასზე ფიზიკურადფ იძალადა და სექსუალური ძალადობის მცდელობაც ჰქონდა.

პოლიტიკოსი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *