აქციის მონაწილეებს, რომლებიც საწვავის ფასის ზრდას
აპროტესტებენ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იმერეთის მხარეში, ლევან კიკნაველიძე შეხვდა. გუბერნატორის მოადგილემ მოქალაქეებს გუბერნატორთან შეხვედრა და საკითხზე მოლაპარაკება შესთავაზა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხვალინდელ შეხვედრათან დაკავშირებით მოითათბირებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ.
,,კარგია, რომ მთავრობის წარმომადგენელი მოვიდა და მოგვისმინა. ხვალ, სავარაუდოდ, გუბერნატორს შევხვდებით. აქ ჩემი შვილის მომავლისთვის ვდგავარ. მთავრობამ უნდ იცოდეს, რომ მისი ნება უზენაესი არაა, უზენაესია ხალხის ნება და ხალხს უნდა მოუსმინოს,” – ამბობს აქციის მონაწილე, დავით კუხიანიძე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.
საზოგადოებამ დღეს ავტობანის გადაკეტვა სცადა და საწვავის გაზრდილი ფასი გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა მაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ შეაფერხეს.