რიონის ხეობის “მცველებსა” და მინისტრებს შორის
შეხვედრა დღეს შედგება. შეხვედრის ადგილად ქუთაისის მერიის შენობა შეირჩა. ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს ადგილობრივები 14:00 საათზე შეხვდებიან. რიონის ხეობის “მცველი” მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ შეხვედრას დაესწრებიან. მისივე განმარტებით, საუბარი ხელშეკრულებასა და მიწის გადაცემის დოკუმენტს შეეხება. მისივე განმარტებით, ამჯერად შეხვედრა ორივე მხარის მხრიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად ჩატარდება. თავად შეხვედრა კი საჯარო იქნება.
14 მარტს კი რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, 13:00 საათზე ჩატარდება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, აქცია ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორც წინა ჯერზე. ისინი სხვადასხვა ქალაქებიდან მხარდამჭერებს ელოდებიან.
თვეებია, რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესებს მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობის შემთხვევაში მათს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე